пятница, 18 июля 2014 г.

მოდული 8

ჩემი  დასრულებული  საქაღალდე  გადავიტანე  ჯიმაილის  დრაივში, გავაზიარე  და გაზიარებული  საქაღალდის  მისამართი  ბლოგზე მივუთითე. ჩემი  პროექტის  პრეზენტაცია  და  მოსწავლის  ნამუშევარი  ბლოგზე  მოვათავსე.



четверг, 17 июля 2014 г.

მოდული 7

ვიმუშავე  პროექტის  გეგმის  შექმნაზე.  დავწერე  შეფასების  გეგმა,  საბაზისო  უნარ-ჩვევები,  სასწავლო  პროცედურები,  დიფერენცირებული  სწავლა  და  სასწავლო  თემისთვის  საჭირო  მასალები.

მოდული 6

გავეცანი  თუ  როგორ  შეიძლება გამოვიყენოთ  ტექნოლოგიები  ყველაზე  ეფექტურად,  სწავლების  პროცესის  ხელშეწყობისა  და  მოსწავლეთა  სწავლის  შეფასების  მიზნით. როგორ  შეიძლება  შევუწყოთ  ხელი  ჩემს  მოსწავლეებს, რომ ისინი თვითრეგულირებად  მსწავლელებად  იქცნენ. როგორ  დავაკმაყოფილოთ  მოსწავლეთა  განსხვავებული  საჭიროებები.

მოდული 5

ამ  მოდულში  გავეცანი  თუ  როგორ  შეიძლება  გამოვიყენოთ  რუბრიკები, ქულების  მინიჭების  სქემები  21-ე  საუკუნისა  და  მაღალი  დონის  სააზროვნო უნარების  განვითარებისთვის  ჩემს  პროექტზე  მუშაობისას.  შევიმუშავე  შეფასების  გეგმა  და  გამოვიყენე  პროექტის შეფასების  ფორმები  სახელმძღვანელოდან  ჩემი  თემისთვის  განკუთვნილი შემაჯამებელი  შეფასების  შესაქმნელად. 

მოდული 4

მოვახდინე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის  ნიმუშის  დაგეგმვა.დავათვალიერე წიგნის  რესურსები-მოსწავლეთა  ნამუშევრების  შესახებ.  გადმოვწერე შაბლონი  და  შევქმენი  მოსწავლეთა ჯგუფური   ნამუშევრის- ბუკლეტი.


მოსწავლის  ნამუშევრის  ნიმუში


вторник, 15 июля 2014 г.

მოდული 3

გავეცანი  საავტორო  უფლებების  პრეზენტაციას, რომელიც  შეეხებოდა  ტექნოლოგიის  გამოყენებასთან  დაკავშირებულ  სამართლებრივ  და  ეთიკურ  პრაქტიკის  მოდელირებას  და  სწავლებას.
გავეცანი  ჯიმაილის  დრაივს.  ვნახე  საქაღალდის  გადატანა,  შენახვა, წაშლა,  ნაგვის  ყუთის  გასუფთავება.
 შევისწავლე ინფორმაციის  მოძიება  ინტერნეტში.

четверг, 10 июля 2014 г.

მოდული 2

შევქმენი ბლოგი.ეროვნული  სასწავლო  გეგმიდან გადმოვწერე  სტანდარტი  და  ჩემს  პროექტს  მივუსადაგე. ჩამოვაყალიბე  პროექტის  თემა,  შინაარსი,მიზანი  და  შედეგები.  ჩამოვწერე  მიმართულების  მიმცემი საკვანძო  კითხვები.  გავაკეთე  პროექტის  პრეზენტაცია.